ქვემო სვანეთში ბევრი მიტოვებული სოფელი გვხვდება, მაგრამ ჩუკულის ნასოფლარად გადაქცევის ისტორია თავისი ტრაგიზმით ყველაზე მძიმა, ამიტომ ამ სევდიან ამბავს დიდი სიფრთხილით მივუდექით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჟახუნდერის თემში, სვანეთის ქედის სამხრეთ კალთის ფერდობზე შეფენილი ეს სოფელი ითვლობოდა ქართული ისტორიისა და ეთნოგრაფიის საბადოდ, თავის დროზე აქ ინახებოდა X საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატი, რომლიც 1933 წელს ეკლესიების ძარცვას შეეწირა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩუკულის ეკლესიის ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. აქ მოცემულია 22 წმინდანის ფიგურა სამხედრო და სასულიერო სამოსით. თითოეული მათგანი ინდივიდუალური სახასიათო ატრიბუტიკით არის გამოსახული და პორტრეტულია. კარი, როგორც ხეზეკვეთილობის ერთ-ერთი უადრესი და მაღალმხატვრული ნიმუში, ამჟამად სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმშია გადატანილი. ეკლესიის კედლის მმხატვრობა მოგვიანო პერიოდს, XVII საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება და ამ პერიოდის მოხატულობათა შორის ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.
ქვემო სვანეთის ეს ულამაზესი სოფელი წლების განმავლობაში სტიქური უბედურების მოლოდინში იყო, 1987 წლისათვის უკვე სოფლიდან მოსახლეობის გარიდება დაიწყო, მაგრამ მათი ნაწილი, 12 ოჯახი, ადგილზე დარჩა.
2005 წელს, მთა „მურყამიდან“ მოწყვეტილმა რამდენიმე კუბამეტრმა მეწყერმა მთელი სოფელი გააანადგურა. საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაკვეთები და სოფლის სასაფალო მიწის ქვეშ მოექცა. უვლებლად მხოლოდ მთავარანგელოზის სახელობის დარბაზული, უგუმბათო ეკლესია გადარჩა, რომელსაც მეწყერმა გვერდი რამდენიმე სანტიმეტრით აუარა. სტიქიას მსხვერპლი არმოჰყოლია, თუმცა ეკონომიკური ზარალი დიდი იყო.
სოფელ ჩუკულიდან ჯამში 40 ოჯახი გადაასახლეს. ეკომიგრანტების ჩასახლება, საქარაველოს სხვადასხვა რეგიონში მოხდა, მათ შორის ლენტეხის ტერიტორიაზეც.
ჩვენ რამდენიმე ადგილობრივს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მოეყოლა თუ რამდენად ეფექტური და სამართლიანი იყო სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები.
„ჩემი ოჯახი 1987 წელს საყულიაში ჩაასახლეს. აქ ჯამში 18 ოჯახი ვცხოვრობთ. სახელმწიფომ სახლები აგვიშენა, სხვა ტიპის შეღავათი არაფერი გვქონია. ძალიან მინდა ჩუკულში დაბრუნება და იქაურობის აღორძინება. როგორც ვიცი, ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს და ამბობენ რომ ჩუკული ისევ წითელ ზონაშია ეს და ამჯერად, საფრთხე მეზობელ სოფლებსაც ემუქრებათ“,- გვითხრა, ეკომიგრანტმა გია გულბიანმა.
უფრო კრიტიკული იყო პახულა გულბიანი, როგორც მან მოგვითხრო, მისმა ოჯახმა მეწყერის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაკარგა და სახელმწიფოს მხრიდან ვერანირი კომპენსაცია მიიღო.
მისივე თქმით,გეოლოგიურ დასკვნაში,რომელიც ჩუკულის შესახებ მომზადდა მოსალოდნელ მეწყერზე მინიშნებაც კი არ ყოფილა. იქ საუბარი ზვავისა და ღვარცოფის შესახებ იყო, რომლის საფრთხეც მდინარე ფიშყორიდან მომდინარეობდა და არა მტა „მურყამიდან“.
„მთელი ჩუკული 2005 წელს განადგურდა. ამ დროისათვის სოფელში 12 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც მეწყერის ჩამოწოლას მეზობელი სოფლებიდან უყურებდნენ.
ჩემმა ოჯახმა სამი სახლი დაკარგა. მე ამ დრომდე ლენტეხში ვცხოვრობ ჩემს აშენებულ ბინაში, სახელმწიფოდან კომპენსაცია ვერ მივიღე,მიუხედავად იმისა რომ ყველა
შესაბამისი სამსახურის თუ მაღალჩინოსანის სახელზე მაქ განცხადება დაწერილი.
ჩემს დას, ციცო გულბიანს 16,5 ქულა ჰქონდა ეკომიგრანტის სტატუსი მოუხსნეს, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩემთან მყვდა წაყვანილი.
მოხოლოდ ჩემი ოჯახის ქონება არ მადარდებს. ამ სოფელში უნიკალური ტაძარი გადარჩა, რომელიც საფრთხეშია. ეკლესიის ფუნდამენტი იტბორება და თუ კი სადრენაჟო სისტემა არ გაკეთდება იმ ერთადერთ საგანძურსაც დავკარგავთ,რაც ამ სოფლიდან დარაჩა“,-განცხადა, პახულა გულბიანმა.
მთავარანგელოზის სახელობის ეეკლესია დღეს ნასოფლაროის ერთადერთი დარაჯია. მშობლიურ სოფელს მთელს საქართველოში გაბნეული ეკომიგრანტები წელიწადში ერთხელ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სტუმრობენ. ისინი ყველა მიცვალებულის საერთო საფლავზე გადიან, რადგან ცალკეული სამარხის პოვნა ნამეწყრალ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა.
ერთ დროს, გამორჩეული მდებარეობისა და კულტურული საგანძურის მფლობელი სოფელი ახლა მხოლოდ ქვისა და ტალახის გორაა. აქ უნიკალური ეკლესიის გარდა, ვერაფერი გადარჩა, სადაც იშვითად მაგრამ დიდი რწმენით აღვლენილი წირვა-ლოცვა უადამიანობის სევდას ებრძვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ძეგლის შენარჩუნება მაინც მოხერხდება.