ზინობიანი

ზინობიანი  — უდებით დასახლებული ერთადერთი დასახლება საქართველოში სოფელი 100-წლიანი ტრადიციებითა და დღევანდელი პრობლემებით   თინათინ მოსიაშვილი ზინობიანი (ყოფ. ოქტომბერი)  ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის თემის სოფელია. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ავანისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 340 მეტრზე, ყვარლიდან 12 კილომეტრში. დაგუგვლისას, ტრადიციულად, პირველად ვიკიპედია იძებნება და  ვიკიპედიაში ეს ინფორმაცია დევს სოფელზე. 2002 წლის აღწერის […]

რატომ არის რუსეთი ისევ უფრო “ახლოს”

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სტატისტიკის მიხედვით, 2010-17 წლების მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე მეტი ემიგრანტი, 450,539 მოქალაქე კვლავ რუსეთშია.  ნაზი ანთაძე ნაზი ანთაძე მკერავია. სახლში პატარა სამკერვალო გახსნა და ადგილობრივებს ტანსაცმელს უკერავს.  როგორც ჩანს კერავდა, როცა დავურეკეთ. საკერავი მანქანის ხმაურში ტელეფონის ხმა არ ესმის… კითხვის მოსმენის შემდეგ რამდენიმე წამით ყოვნდება  და გვეუბნება, რომ ევროკავშირის მხარდამჭერ პროგრამებზე ინფორმაცია […]

სოფელი, რომელმაც ორჯერ დაკარგა მოსახლეობა

 შესასვლელთან არსებული ეს აბრა „გესალმებათ“ და გეუბნებათ „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, თუმცა დიდი ხანია ეს გზა სოფლის მიმართულებით აღარავის გაუვლია.  სოფლის ზღურბლიდანვე იგრძნობა როგორი მიტოვებულია აქაურობა, ჩუმი და ხალხისგან დაცლილი.  ქუჩებში დავდივართ და ხალხს ვეძებთ. ადამიანები თითქმის არ ჩანან. პირველი რაც თვალში გვხვდება მიტოვებული სახლებია, ბოქლომდადებული და ხავსმოდებული. ზოგი ნახევრად ჩამოშლილი და დანგრეული. ჯერ კიდევ რამდენიმე […]

დეპორტაციიდან ‘თვითდეპორტაციამდე’

„სისხლი მეყინება ძარღვებში, აი ყელიდან მიჭერს, როცა მახსენდება რომ აქაურობა უნდა დავტოვო და წავიდე“, – ამბობს  მუსლიმი მესხი, ნარგიზ სულეიმანოვა, რომელიც 2009 წელს ნოემბრის თვეში, ოჯახთან ერთად აზერბაიჯანიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა და ახლა ისევ უწევს სამშობლოს დატოვება და წასვლა. 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველომ აიღო ვალდებულება მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ. 2007 წლის 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 2008 წლიდან მუსლიმი მესხების, ან მათი შთამომავლების რეპატრიაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას. ამის შემდეგ გადაწყვიტა ნარგიზ სულეიმანოვას ოჯახმა საქართველოში დაბრუნება. ნარგიზის ამბავი პირველად ნარგიზის ბაბუა და ბებია გადაასახლეს, მათ სულ უნდოდათ […]

მიგრაცია – ზემო იმერეთის სოფლების სატკივარი (ვიდეო)

ხორითი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. 2014 წლის მონაცემებით, ამ სოფელში 90 ოჯახი ცხოვრობდა. დღეს მოსახლეობის რაოდენობა განახევრებულია. სოფელში დაბოქლომებულ სახლებს მრავლად ნახავთ. ხორითის დაცლის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მიწა მწირია; საოჯახო მეურნეობის გარდა დასაქმების სხვა შესაძლებლობა კი არ არის. 27 წელია, მანანა ღონღაძე სარგვეშის სკოლაში ასწავლის. ამ სკოლაში დღეს სულ 13 მოსწავლეა. მისი თქმით, მოსახლეობის სოფლიდან გადინება […]

ჩუკული – დამეწყრილი სვანური სოფელი

ქვემო სვანეთში  ბევრი მიტოვებული სოფელი გვხვდება, მაგრამ  ჩუკულის ნასოფლარად გადაქცევის  ისტორია თავისი ტრაგიზმით ყველაზე მძიმა, ამიტომ ამ სევდიან  ამბავს დიდი სიფრთხილით მივუდექით. ლენტეხის მუნიციპალიტეტის,  ჟახუნდერის  თემში,  სვანეთის ქედის სამხრეთ კალთის ფერდობზე შეფენილი  ეს სოფელი ითვლობოდა ქართული ისტორიისა და ეთნოგრაფიის საბადოდ, თავის დროზე აქ  ინახებოდა X საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატი, რომლიც 1933 წელს ეკლესიების ძარცვას შეეწირა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩუკულის ეკლესიის ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. აქ მოცემულია 22 წმინდანის ფიგურა სამხედრო და სასულიერო სამოსით. თითოეული მათგანი ინდივიდუალური სახასიათო ატრიბუტიკით არის გამოსახული და პორტრეტულია. კარი, როგორც ხეზეკვეთილობის ერთ-ერთი უადრესი და მაღალმხატვრული ნიმუში, ამჟამად სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმშია გადატანილი.  ეკლესიის კედლის მმხატვრობა მოგვიანო პერიოდს, XVII საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება და  ამ პერიოდის მოხატულობათა შორის ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. ქვემო სვანეთის ეს ულამაზესი სოფელი წლების განმავლობაში სტიქური უბედურების მოლოდინში […]

ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში

სოფელ ბატიურში, რომელიც ბესტავაშვილებს (ბესტაუთებს) ეკუთვნოდათ, დღეს მხოლოდ ერთი ადამიანი – დურმიშხან ფილიშვილი ცხოვრობს, თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში (მდინარე ძამის მარჯვენა შენაკადი). დუბი წარმოშობით სოფელ თრეხვიდანაა, სადაც მხოლოდ მღვდლები არიან. თრეხვსა და ბატიურს ერთმანეთს ერთი დიდი მთა აშორებს. ,,ამ ამ ტყეში ვმუშაობდი ახალგაზრდობაში და ჩემი პურის […]

მიგრაცია და გენდერი

თანამედროვე მონები 2013 წლის ზაფხულში გონიოს მახლობლად, ბეშუმის ტყეში ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოკლული ადამიანით მოვაჭრეების მსხვერპლი იყო. აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერიან თელიას განცხადებით, დამნაშავეებმა შრომითი მოწყობის დაპირებით ხუთი ახალგაზრდა ქალი არალეგალურად გადმოიყვანეს უზბეკეთიდან საქართველოში და ღამის კლუბებში სხეულით ვაჭრობა აიძულეს. რაღაც მომენტში მოკლული მათ ნებას არ დაემორჩილა და […]

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენა იმიგრანტებზე

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრების წესი შეცვალა, თუმცა ყველაზე მეტად ის მიგრანტებზე აისახა. ასეთია „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) დასკვნა. პარიზში ბაზირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც 37 განვითარებულ ქვეყანას აერთიანებს, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც იმიგრანტებსა და მათ შვილებზე „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენებია შეფასებული. კვლევის ძირითადი დასკვნები შემდეგნაირად გამოიყურება: · იმიგრანტებისთვის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რისკი უფრო მაღალია – ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის სიღარიბის უფრო მაღალი დონე, გადატვირთული […]

პატარა სოფლის სევდა

​- წეროები​- მიფრინავენ​- სად?​- შორს.​- რამდენი? სხვისი ამბების ძებნა არ დამიწყია, ყველას საკუთარი იმდენი გვაქვს, სხვას არ მივადგებით სასესხებლად, სამეზობლოს გადავხედე, მომცეს ამის უფლება… სტუდენტი ვიყავი, როცა გერმანიიდან დამირეკა ნათლიაჩემმა და მამის საფლავის მოვლა მთხოვა, უხერხულად რომ არ მეგრძნო თავი, სანაცვლოდ, ჩემი სტუდენტობის გამრავალფეროვნებას დამპირდა (პირობა ორივემ შევასრულეთ, საფლავს ბალახი არ მოდებია, მე გერმანული „სეილებით“ […]