მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის შეფასება (VALDIP)
VALDIP პროექტი მიზნად ისახავდა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების სხვადასხვა უნარების მომზადებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდან და მათი ცნობიერების ამაღლება მიგრაციის, მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის შესახებ. პროექტის ნაწილი იყო სასწავლო ტურები კიევში, კრამატორსკში და ბერლინში. VALDIP პროექტს ჰქონდა 3 მიზანი: პლურალისტური მედია ლანდშაფტის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში; მიგრაციისა და მისი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივი დისკუსია; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა და ეთიკური ჟურნალისტიკის (მედიის ეთიკა) და ჟურნალისტური სათნოების (ინდივიდუალური ეთიკა) გაძლიერება. პროექტი 2018 წელს განხორციელდა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.