„მედიალაბორატორიები მიგრაციის შესახებ“ რამდენიმე მიზანს ისახავს: მისცეს ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და მედიას – სპეციალისტებს საქართველოსა და უკრაინიდან ცოდნა მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ მასალების მომზადების სპეციფიკის თაობაზე; აამაღლოს ცოდნა მიგრაციის სამართლებრივ, დემოგრაფიულ ასპექტებზე, ახსნას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მიგრაციისა და დევნილობის ისტორიის მქონე ადამიანების „დაუცველობისა“და სწორად წარდგენის აღრიცხვის აუცილებლობა. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, აგრეთვე, მედია-პლურალიზმისა და მედია ეთიკის თემებს, მონაცემთა შემოწმებასა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობას. ჩვენ გვინდა მონაწილეთა ისეთი გუნდის შექმნა, რომელსაც შეუძლია კრიტიკული აზროვნება და ანალიზი, ღია მონაცემების (მონაცემთა ჟურნალისტიკა) გამოყენება და სტატიების წერა მოსახლეობის დაუცველი ფენების შესახებ.